დაღესტანში ტერაქტში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააკავეს

დაღესტანში პოლიციამ ოთხი პირი დააკავა, რომლებიც 16 თებერვალს, დერბენტის რაიონში ერთ-ერთ საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მომხდარი ტერაქტის მოწყობაში არიან ეჭვმიტანილები.
აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა.
პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულების სახლების ჩხრეკის დროს თვითნაკეთი ბომბებია აღმოჩენილი. გამოძიების ვერსიით, ეს პირები თვითმკვლელ ტერორისტს ეხმარებოდნენ, რომელმაც 16 თებერვალს საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან აფეთქება მოაწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები