კამერუნში აფეთქებების შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა

19 ადამიანა დაიღუპა კამერუნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ერთ-ერთ ბაზარში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ტერაქტი თვითმკვლელმა ტერორისტებმა მოაწყვეს. თავდასხმის შედეგად 70 ადამიანი დაიჭრა. სააგენტო „ასოშიეიტედ პრესის“ ცნობით, ორივე თვითმკვლელი ტეროისტი ქალი იყო. თავდასხმაზე პასუხიმსგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ტერორისტული აქტი დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ „ბოევიკებმა“ მოაწყვეს, რომლებიც ამ რეგიონში აქტიურად მოქმედებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები