ანკარის ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ქურთმა ქორებმა“ აიღეს

ქურთულმა დაჯგუფებამ „ქურთისტანის გათავისუფლების ქორები“, ანკარაში 17 თებერვალს მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო. ტერაქტის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა. დაჯგუფება „ქურთისტანის გათავისუფლების ქორები“ „ქურთთა მუშათა პარტიასთან“ არის დაკავშირებული. დაჯგუფების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის პოლიტიკაზე და ქალაქ ჯიზრაში მომხდარ ამბებზე პასუხია. „ბოევიკები“ ახალი თავდასხმებით იმუქრებიან.
შეგახსენებთ, რომ ანკარის ცენტრში დანაღმული ავტომობილი 17 თებერვალს აფეთქდა. ტერაქტი თურქეთის პარლამენტის შენობიდან 500 მეტრში მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები