ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტი გარდაიცვალა

ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტი ტამერლან აგუზაროვი მოსკოვში გარდაიცვალა. „ინტერფაქსის“ ცნობით, ის რუსეთის დედაქალაქის ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობდა. თებერვლის დასაწყისში აგუზაროვი პნევმონიის დიაგნოზით მკურნალობდა.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის მძიმედ ავად იყო და რეანიმაციაში იმყოფებოდა. ჩრდილოთ ოსეთის ხელმძღვანელის პოსტზე ტამერლან აგუზაროვი გასული წლის ივნისში დაინიშნა. მანამდე ის ჩრდილოეთ ოსეთის უმაღლეს სასამართლოს ხელმძღვანელობდა. აგუზაროვმა პრეზიდენტის პოსტზე თაიმურაზ მამსუროვი შეცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები