ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმეზე მოსამართლის აცილების თაობაზე შუამდგომლობა დაკმაყოფილდა
ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმეზე მოსამართლე ლელა ნოზაძემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა მოსამართლის აცილების თაობაზე.
როგორც პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, შუამდგომლობის არგუმენტად ბრალდების მხარეს ჰქონდა ის არგუმენტი, რომ 2011 წელს ამ მოსამართლემ განიხილა ხარძიანის საქმე და ბრალდებულად ბესო ხარძიანი იქნა ცნობილი.
“ჩვენი შუამდგომლობა იყო, რომ ბესარიონ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე მომხდარიყო მოსამართლე ლელა ნოზაძის აცილება. შუამდგომლობის არგუმენტად ის გარემოება გვქონდა, რომ 2011 წელს ამ მოსამართლის მიერ განხილულ იქნა ხარძიანის საქმე და ბრალდებულად ცნობა. ბრალდების მხარის თქმით, ეს გარემოება წარმოადგენდა მისი აცილების საფუძველს და შესაძლო იყო, რომ მოსამართლის მიერ საქმის განხილვას გამოეწვია სასამართლოს მიკერძოებულობაში ეჭვის შეტანის საფუძველი. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა”, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.