ირაკლი ხმალაძე: “გაზპრომსა” და “სოკართან” მოლაპარაკებების მიზანი ქვეყნისთვის უკეთესი პირობების მიღებაა
“გაზპრომსა” და “სოკართან” მოლაპარაკებების მიზანი არის ქვეყნისთვის უფრო უკეთესი პირობების მიღება, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ კითხვის – თუ რატომ გრძელდება “გაზპრომის” ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები მაშინ, როდესაც “სოკარმა” საქართველოსთვის დამატებითი მოცულობით გაზის მიწოდების მზადყოფნა გამოთქვა – საპასუხოდ განაცხადა.
ხმალაძის თქმით, ისევე როგორც სხვა შემთხვევებში ხდება, დღევანდელი შეხვედრის შემდეგაც მინისტრი მედიას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.
“მოლაპარაკებების მიზანი არის ქვეყნისთვის უფრო უკეთესი პირობების მიღება. როდის დასრულდება მოლაპარაკებები, ამის თქმა არ შემიძლია, თუმცა ეს უახლოეს მომავალში მოხდება. ამიტომაც მიმდინარეობს ორივე მხარესთან მოლაპარაკებები, რომ გამოვიდეს უკეთესი პირობა. რომელიც იქნება უკეთესი, იმ პირობას მიიღებს სახელმწიფო”, – განაცხადა ხმალაძემ.