მანანა კობახიძე: საჯარო განცხადებები ნამდვილად აზარალებს კოალიციას, ხელისუფლებას და სახელმწიფო ინტერესებს

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე კოლეგებს ურჩევს, რომ დისკუსია და გარკვეული დაპირისპირება რაც შეიძლება სწრაფად ამოიწუროს.
მისი თქმით, ასეთი საჯარო განცხადებები ნამდვილად აზარალებს კოალიციას, ხელისუფლებას და სახელმწიფო ინტერესებს.
“ვეთანხმები გიორგი კვირიკაშვილს, აუცილებელია დისკუსიის წარმართვა კოალიციის შიგნით, პოლიტსაბჭოს ფორმატში და ასეთი საჯარო განცხადებები ნამდვილად აზარალებს კოალიციას, ხელისუფლებას და სახელმწიფო ინტერესებს. ამიტომ ბუნებრივია, ვურჩევდი ჩვენს კოლეგებს, რომ ეს დისკუსია და გარკვეული დაპირისპირება, რაც შეიძლება სწრაფად ამოიწუროს და დიალოგის რეჟიმში ურთიერთობა გაგრძელდეს სწორედ კოალციის ფორმატში და არა საჯარო სივრცეში”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები