მიხეილ ჯანელიძე: რეგიონული კონფლიქტების მოგვარების ერთადერთი გზა მშვიდობიანი გადაწყვეტაა

კონფლიქტები არსებობს რეგიონში, მაგრამ მათი გადაწყვეტის ერთადერთი გზა არის მშვიდობიანი გადაწყვეტა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჯანელიძის განმარტებით, სწორედ აღნიშნული პოზიცია დააფიქსირეს სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს მიღებულ დეკლარაციაში.
“კონფლიქტები არსებობს რეგიონში, მაგრამ მათი გადაწყვეტის ერთადერთი გზა არის მშვიდობიანი გადაწყვეტა. სწორედ ეს პოზიცია ავსახეთ სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს მიღებულ დეკლარაციაში. ჩვენ ვითანამშრომლებთ, რომ შევძლოთ ამ საკითხების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ საქართველოს და აზერბაიჯანს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. ჩავუშოღლუს განცხადებით, ის არ აღიარებს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და ისინი საქართველოს ტერიტორიის შემადგენელი ნაწილები არიან. ასევე, ჩავუშოღლუმ ყარაბაღის კონფლიქტს გაუსვა ხაზი. მისი თქმით, თურქეთი აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, თავის შემადგენლობაში ყარაბაღის არსებობის ფარგლებში. ჩავუშოღლუს თქმით, ოფიციალური ანკარა მიიჩნევს, რომ სომხურმა სამხედრო ძალებმა ყარაბაღის ტერიტორია უნდა დატოვონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები