გოგი თოფაძე: ან, ბიძინა უნდა მოსულიყო, ან რაღაცა უბედურება უნდა მომხდარიყო ესენი რომ გაგვეძევებინა

“ან ბიძინა უნდა მოსულიყო, ან რაღაცა უბედურება უნდა მომხდარიყო რომ ესენი გაგვეძევებინა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოგი თოფაძემ ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში განაცხადა.
თოფაძე თვლის, რომ “რესპუბლიკელებთან” არსებულ დაპირისპრებაში ექსპრემიერის ჩარევა არ ღირს, რადგან ივანიშვილს ბევრი საქმე აქვს გასაკეთებელი.
დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ ყოფილმა პრემიერმა საქართველოში ბევრი, რამ გააკეთა და ქვეყანა „უბედურებას გადაარჩინა.“
„ბიძინა ივანიშვილს ნუ ჩავრევთ, სად სცალია მაგას იმდენი საქმეები აქვს გასაკეთებელი და იმდენი რამე გააკეთა უკვე საქართველოში, რომ მოდი უმადურები ნუ ვიქნებით. ან ბიძინა უნდა მოსულიყო, ან რაღაცა უბედურება უნდა მომხდარიყო. უნდა შემოვარდნილიყო რომელიმე ქვეყნის ტანკები, რომ ესენი აქედან გაგვეძევებინა“, – განაცხადა გოგი თოფაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები