19 თებერვალი

09:00
მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართება.
11:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში გოგიტა მურცხვალაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: რატომ უჩივის მურცხვალაძე შევარდნაძეების ოჯახს?
11:00
საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გამგეობის საკონფერენციო დარბაზში გამგეობისა და სტუ-ს ერთობლივ კონკურსში მონაწილე და გამარჯვებულ სტუდენტებს დააჯილდოვებს. მისამართი: მიცკევიჩის N29ა. საკონტაქტო პირი: ნინო გულბათაშვილი 595 16 91 63
11:00
NEW
„დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სამინისტროების გაუქმება, ეროვნული ბანკი და ახალ საგანი „მე და საზოგადოება“. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65
11:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში ადვოკატი გაგი მოსიაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: ტარიელ ფოცხვერიას საქმეზე სასამართლო ექსპერტიზის ჩატარებას ხელს უშლიან.
E1
11:45
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის სხდომა გაიმართება. მის: სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“, თავისუფლების მოედანი 4.
12:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში სამოქალაქო საინიციატივო ჯგუფი, ეროვნული სამოსის დღის ოფიციალურ დღესასწაულად გამოცხადების თემასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
12:00
პოლიტიკური გაერთიანება “სახალხო ხელისუფლების” ბრიფინგი – პრეზენტაცია გაიმართება. სკაიპით ჩაერთვებიან ლევან მამალაძე და სულხან მოლაშვილი. მისამართი: ევროპის სახლი, შალვა დადიანის ქ. 2.
12:00
“პირველ პრესკლუბში” “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას” ანალიტიკოსი ზურა კუკულაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ნაციონალური მოძრაობის საპრივატიზაციო პოლიტიკა კორუფციული გარიგებების ნიშნებს შეიცავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00
26 მაისის მოედანზე მდებარე მსოფლიოში ყველაზე დიდ „ვენდის“ ამერიკულ რესტორანში „ვისოლ ჯგუფი“ „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლის პრეზენტაციას მართავს.

12:00
NEW
იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის გია სოსანაშვილის ადვოკატი იოსებ ჯოგლიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ახალი გარემოებები ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა: 599 72 65 65
12:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის” ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: სამინისტროების შემცირება; „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესები.
13:00
NEW
თბილისში პარლამენტში პოლიტპატიმრები ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების სახელზე განცხადებას შეიტანენ და შეხვედრას მოითხოვენ. საკონტაქტო პირი: ნანა კაკაბაძე 5993740 20
13:30
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი ახალგაზრდული იდეების კონკურსს გამოაცხადებს. კონკურსის მთავარი მიზანი ახალგაზრდული ორგანიზაციების მხარდაჭერა, სხვადასხვა თემაზე პროექტების დაფინანსება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობაა.
14:00
NEW
19 თებერვალს, 14:00 საათზე, „ისრაელის სახლში“ საქმიანი შეხვედრა გაიმართება, რომელსაც თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი, „ისრაელის სახლის“ დამფუძნებელი იციკ მოშე და თსუ-ს წარმომადგენლები დაესწრებიან. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატისა და თბილისის მერიის წარმატებული თანამშრომლობის შედეგები და სამომავლო გეგმები. მისამართი: თბილისი, თავისუფლების მოედანი N4, მეორე სართული
E1
15:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა გამართავს გამოფენას „პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები საქართველოში“.
15:00
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპრეზენტაციო დარბაზში აკადემიკოს ფრიდონ თოდუას უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად არჩევის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება. ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი. მისამართი: ანა პოლიტკოვსკაიას 61 (ყოფილი ჯიქიას 9) IV სართული, საპრეზენტაციო დარბაზი.
17:00
გაეროს სპეციალური მომხსენებელი და ადამიანის უფლებათა ექსპერტი – დუბრავკა სიმონოვიჩი პრეს კონფერენციას გამრთავს და საქართველოში ვიზიტის თაობაზე წინასწარ დასკვნებს წარმოადგენს. მის: სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტი”, თავისუფლების მოედანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები