ქურთები თურქეთის ხელისუფლების ბრალდებებს უარყოფენ

ქურთი „ბოევიკები“ უარყოფენ თურქეთის ხელისუფლების ბრალდებებს, თითქოს ანკარაში 17 თებერვალს მომხდარი ტერაქტი მათ მოაწყვეს. ამის შესახებ ქურთული „დემოკრატიული კავშირის“ ხელმძღვანელმა სალიჰ მუსლიმ მუჰამედმა განაცხადა.
ქურთების თქმით, აფეთქების უკან „ისლამური სახელმწიფო“ დგას.
ცნობისთვის, ანკარის ტერაქტზე პასუხისმგებლობა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ ქურთების „თავდაცვის რაზმებს“ დააკისრა, რომლებიც ქურთების „დემოკრატიულ კავშირთან“ ასოცირდებიან. „ეს სიცრუეა. ქურთებს ანკარაში მომხდარ ტერაქტთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ეს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულმა ძალებმა მოაწყვეს, რომლებიც თურქეთში ცხოვრობენ“, – განაცხადა მუსლიმ მუჰამედმა.
შეგახსენებთ, რომ დანაღმული ავტომობილი ანკარის ცენტრში 17 თებერვალს, საღამოს აფეთქდა. ტერაქტის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა და 61 დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები