„ქვეყანას სჭირდება უწყება, რომელიც შეიმუშავებს იდეოლოგიას, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველო“

„ქვეყანას სჭირდება უწყება, რომელიც გარკვეულ იდეოლოგიას შეიმუშავებს, იდეოლოგიას, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველო“,- აღნიშნული განცხადება ექსპერტმა მამუკა არეშიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
არეშიძის განმარტებით, იდეოლოგია არ ნიშნავს კომუნისტურ ან სხვა ტიპის პოლიტიკურ იდეოლოგიას, ეს გულისხმობს ქვეყნის განვითარების ხერხემალს, სტრუქტურას, სადაც გათვალისწინებული იქნება ყველა ის საჭიროება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელია.
ექსპერტმა კომენტარი სამინისტროების შესაძლო შემცირების შესახებაც გააკეთა. მისი თქმით, არის სამინისტროები, რომლებიც დეკორატიულ ფუნქციას ასრულებს.
„მე არ ვთვლი, რომ საქართველოს ამდენი სამინისტრო უნდა ჰქონდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კამპანიურობას შეეწიროს სამინისტროები. არის სამინისტროები, რომლებიც დეკორატიულ ფუნქციას ასრულებენ. ქვეყანას სჭირდება უწყება, რომელიც გარკვეულ იდეოლოგიას შეიმუშავებს, იდეოლოგიას, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველო. უნდა არსებობდეს უწყება, რომელიც სხვადასხვა სამინისტროს ფუნქციას შეითავსებდა და დაიწყებდა მუშაობას იმ იდეოლოგიის ჩამოყალიბებაზე, რომლითაც უნდა განვითარდეს სახელმწიფო. იდეოლოგია არ ნიშნავს კომუნისტურ ან სხვა ტიპის პოლიტიკურ იდეოლოგიას, ეს გულისხმობს ქვეყნის განვითარების ხერხემალს, სტრუქტურას, სადაც იქნება გათვალისწინებული ყველა ის საჭიროება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელია, ტრადიციულია და რომელიც დღევანდელ გამოწვევებს შეესაბამება“,- განაცხადა მამუკა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები