ჯეიმს აპატურაი – ტერიტორიული კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო ნატოს წევრი გახდება
საქართველო, ტერიტორიული კონფლიქტების მიუხედავად, ნატოს წევრი მაინც გახდება. ამის შესახებ აზერბაიჯანულ სააგენტო „ტრენდთან“ ინტერვიუში სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენარალური მდივნის სპეცილურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.
„2008 წლის კონფლიქტი ნატოში საქართველოს გაწევრიანებას ართულებს და ეს ხვალ არ მოხდება, მაგრამ საქართველო ნატოს წევრი მაინც გახდება“, – ამბობს აპატურაი.
მისი თქმით, საქართველომ უნდა გაატაროს სერიოზული რეფორმები და ამაზე მუშაობა მიმდინარეობს.
„ჩვენ ამჟამად ურთიერთობების გაფართოებაზე ვმუშაობთ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გათვალისწინებით კონფლიქტების მოგვარების იმედი გვაქვს. პარალელურად მიმდინარეობს საქართველოს მზადება ნატოში გასაწევრიანებლად“, – განაცხადა სპეცწარმომადგენელმა.
ცნობისთვის, ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, მაშინ ქვეყანა პროგრამის – „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ წევრი გახდა. 2008 წელს ბუქარესტში გამართულ სამიტზე დადასტურდა, რომ საქართველო, შესაბამისი სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ალიანსის წევრი გახდება. 2014 წელს უელსის სამიტზე დამტკიცდა იმ ღონისძიებების პაკეტი, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს.