„ტოიოტა“ 2 მილიონზე მეტ ავტომობილს უკან იწვევს
ავტომობილების მწარმოებელი კომპანია „ტოიოტა“ მთელ მსოფლიოში გაყიდულ 2 მილიონ 870 ათას მანქანას უკან აბრუნებს. ამის მიზეზი უკანა სავარძლების უსაფრთხოების ღვედებთან დაკავშირებული პრობლემაა.
„ტოიოტაში“ აცხადებენ, რომ ავარიის შემთხვევაში ღვედი შეიძლება სავარძლის ლითონის ნაწილებმა დააზიანოს. კომპანიაში აცხადებენ, რომ უკან გაწვეულ ავტომობილებს შორის 2004 – 2014 წლებში გამოშვებული პოპულარული კროსოვერი RAV4 და კროსოვერი Vanguard-ია, რომელიც 2005-დან 2015 წლამდეა გამოშვებული.