სტოკჰოლმში, თურქეთის კულტურული ცენტრის შენობაში აფეთქება მოხდა

შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, თურქეთის კულტურული ცენტრის შენობაში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. შვედეთის პოლიციის ცნობით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. აფეთქება ღამის საათებში მოხდა, როდესაც კულტურულ ცენტრში არავინ იმყოფებოდა. შენობის ნაწილი სერიოზულად დაზიანდა. აქ მინები ჩაიმსხვრა. აფეთქება სტოკჰოლმში დაახლოებით იმავე დროს მოხდა, რა დროსაც ტერაქტი ანკარაში, რომლის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა და 60 დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები