ერაყში რადიაქტიური მასალები დაიკარგა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ერაყის ქალაქ ბასრაში რადიაქტიური მასალები დაიკარგა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ერაყის ხელისუფლების ცნობით, საუბარია დაახლოებით 10 გრამ ირიდიუმის რადიაქტიურ იზოტოპ Ir-192-ზე. ბაღდადში შიშობენ, რომ სახიფათო მასალა შეიძლება „ისლამური სახელმწიფოს“ ხელში აღმოჩნდეს, რომელიც მას იარაღის შესაქმენლად გამოიყენებს. ამ ეტაპზე სახელმწიფო დეპარტამენტს არა აქვს ინფორმაცია ისლამისტების ხელში რადიაქტიური ნივთიერების მოხვედრის შესახებ. ირიდიუმი Ir-192 ადრეც დაკარგულა. ექსპერტები ამბობენ, რომ მისი მეშვეობით „ჭუჭყიანი ატომური ბომბის“ შექმნაა შესაძლებელი. ასეთი ტიპის ბომბებში ბირთვული აფეთქება არ ხდება. ჩვეულებრივი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად რადიაცია დიდ ტერიტორიაზე ვრცელდება.