კახა კალაძე: სამომავლოდ შესაძლებელია, გარკვეული სამინისტროების ოპტიმიზაცია მოხდეს

სამინისტროების გაუქმების საკითხს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შესაძლებელია სამინისტროების ოპტიმიზაცია, მართლაც, მოხდეს. კალაძის თქმით, კარგი ანალიზი სჭირდება იმას, თუ როგორ და რა სამინისტროების ოპტიმიზაცია განხორციელდება.
“მინდა გითხრათ, რას საუბრობენ ჩვენთან გუნდში, რას საუბრობს პრემიერ-მინისტრი – სამომავლოდ შესაძლებელია მოხდეს გარკვეული ოპტიმიზაცია. თუ რა სამინისტროები და როგორ განხორციელდება ეს ყველაფერი, ამას სჭირდება კარგი ანალიზის გაკეთება. რეალურად, იმ მდგომარეობის და რეალობის შეფასება, რა მდგომარეობაშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია, თუმცა რამდენი სამინისტრო დარჩება და რომელი სამინისტრო მოხვდება ოპტიმიზაციის გეგმებში, ამის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი”, – განაცხადა კახი კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის გასაუმჯობესებლად საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საქართველოში სამინისტროების შემცირების ინიციატივით გამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები