ავიაკომპანია “ვიზეარი” ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან შვიდ ახალ მიმართულებას განახორციელებს

ავიაკომპანია “ვიზეარი” ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან შვიდ ახალ მიმართულებას ამატებს – ქუთაისი-ბერლინი, ქუთაისი-მიუნხენი, ქუთაისი-მილანი, ქუთაისი-დორტმუნდი, ქუთაისი-სალონიკი, ქუთაისი-ლარნაკა, ქუთაისი-სოფია.
ქუთაისი-ბერლინის მიმართულებით ავიარეისები 23 სექტემბრიდან დაიწყება, ფრენა კვირაში ორჯერ, ორშაბათსა და პარასკევს შესრულდება, ხოლო მინიმალური ფასი იქნება 39.99 ევრო;
23 სექტემბრიდან დაიწყება ასევე ქუთაისი-მიუნხენის რეისები, რომელიც კვირაში ორჯერ შესრულდება – ორშაბათსა და პარასკევს;
ქუთაისი-მილანისა და ქუთაისი-დორტმუნდის ავიარეისები 25 სექტემბრიდან დაიწყება, ფრენები განხორციელდება ოთხშაბათს და კვირას, მინიმალური ფასი 39.99 ევრო იქნება.
რაც შეეხება ქუთაისი-სალონიკის რეისებს, დაიწყება 24 სექტემბრიდან, ფრენა განხორციელდება კვირაში სამჯერ – სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს, მინიმალური ფასი კი იქნება 29.99 ევრო. ქუთაისი-ლარნაკას რეისები დაიწყება 24 სექტემრბიდან, ფრენებს კვირაში ორჯერ, სამშაბათს და შაბათს განახორციელებს და მინიმალური ფასი იქნება 24.99 ევრო. რაც შეეხება ქუთაისი-სოფიას, ასევე 24 სექტემბერს დაიწყება ავიამიმოსვლა და ფრენები კვირაში ორჯერ – სამშაბათს და შაბათს განხორციელდება, მინიმალური ფასი იქნება 29.99 ევრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები