სააკაშვილი იმ პირებს დასჯის, ვინც მას ხელფასი მოუმატა

ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ხელფასი მისი ნებართვის გარეშე მოუმატეს. ამის შესახებ სააკაშვილმა ფეისბუქზე დაწერა.
„დღეს მე არასასიამოვნოდ გამაკვირვეს – აღმოვაჩინე, რომ ხელფასი მომიმატეს. დარწმუნებული ვარ, უკრაინელი ჩინოვნიკები ღირსეულ ხელფასს უნდა იღებდნენ. მაგრამ მე და ჩემი გუნდი აქ ფულის გულისთვის კი არა, ქვეყნის მომავალი კეთილდღეობისთვის ვმუშაობთ. ეს გადაწყვეტილება ჩემი ნებართვის გარეშე მიიღეს, მე არასოდეს მივცემდი თავს უფლებას, რომ საკუთარი ხელფასი გამეზარდა. ამიტომ ვაუქმებ ამ გადაწყვეტილებას და დამნაშავეებს აუცილებლად დავსჯი“, – აღნიშნულია განცხადებაში.
გამოცემა „დუმსკაიას“ ცნობით, 16 თებერვალს სააკაშვილმა ოდესის საოლქო ადმინისტრაციის საშტატო განრიგი და ხელფასები დაამტკიცა. გუბერნატორი თვეში 7 055 გრივნას, ანუ 261 დოლარს მიიღებს. აქამდე მისი ხელფასი 209 დოლარს შეადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები