ძლიერი ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 5 რეისი გაუქმდა, 5 კი გადაიდო

თბილისის შოთა რუსთაველის საერთაშორისო აეროპორტში, ძლიერი ნისლის გამო, ხუთი რეისი გუქმდა, ხუთი კი გადაიდო. გაუქმებული ფრენებიდან 4 სტამბოლის, ერთი კი ყაზახეთის ქალაქ აქტაუს მიმართულებით უნდა შესრულებულიყო.
რეისები გადაიდო მინსკის, კიევის, მოსკოვის, დუბაის და ჩინეთის ქალაქ ურუმჩის მიმართულებით. ჩინეთის რეისი თბილისის ნაცვლად ბაქოში შესრულდა. ბოლო ინფორმაციით, ავიაკომპანია პეგასუსმა, სტამბოლის გაუქმებული რეისის სანაცვლოდ, თბილისი – სტამბილის დამატებითი ფრენა 14:00 საათზე დანიშნა.
ამასთან, დღესვე შესრულდება გადადებული ფრენები მოსკოვის, კიევისა და ჩინეთის ქალაქ ურუმჩის მიმართულებით, თუმცა საბოლოოდ მათი შესრულება ამინდზეა დამოკიდებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები