ირაკლი ნადარეიშვილი: პროკურატურა გიორგი ლაცაბიძის მიმართ აღმკვეთი ღონისძების საკითხს დააყენებს

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ნადარეიშვილმა ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში განაცხადა, რომ პროკურატურა გიორგი ლაცაბიძის მიმართ აღმკვეთი ღონისძების საკითხს დააყენებს.
„გიორგი ლაცაბიძე არის პირი, რომელმაც ტელეკომპანიის ლიცენზიის დათმობის მოთხოვნა და მუქარა უშუალოდ გაჟღერა, რისი მოწმეებიც საქმეში მოიძიება და დადასტურებულია სხვადასხვა მტკიცებულებით. სწორედ ეს გახლდათ ბრალდების გამოტანის საფუძველი, რომელიც, აშკარად, მის  კომპეტენციას სცილდებოდა“, – განაცხადა ნადარეიშვილმა.
მისი თქმით, პროკურატურამ გამოძიება უშუალოდ ტელეკომპანია „იბერიას“  ლიცენზიის დათმობის საკითხში დაასრულა. რაც შეეხება „ომეგა ჯგუფის“ მიმართ განვითარებულ სხვა ქმედებებზე გამოძიება გრძელდება და ნადარეიშვილის განცხადებით, ყველა პირი, რომლის მიმართაც შეგროვდება საკმარისი მტკიცებულებები დაისჯება.
„სწორედ ადეიშვილისა და ლაცაბიძის ხელმძღვანელობით მოხდა აღნიშნული ლიცენზიის გამოძალვა მათი კანონიერი მფლობელებისგან და მათი დავალებით მოხდა აღნიშნული ლიცენზიის გადაფორმება მათთან დაახლოებულ პირებზე”, – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
ტელეკომპანია „იბერიას“ეთერში ნადარეიშვილმა, ასევე, აღნიშნა, რომ  ტელეკომპანია „იბერიას“ საქმეში გარკვეული დოზით ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი ფიგურირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები