17 თებერვალი
09:30
NEW
კონფლიქტის შედეგად დაზარალებული პირების საარსებო წყაროებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით განხორციელებული კვლევების შედეგების პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციას დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი დაესწრებიან. მისამართი: თბილისი, მაყაშვილის ქ. N32-34 (სასტუმრო „ბეტსი“)
10:00
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის სფეროში, გარდამავალ ეტაპზე არსებულ გამოწვევებზე ქვეყნის ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს მიერ ორგანიზებულ სამოქალაქო სექტორის ფორუმს გახსნის. მისამართი: თავისუფლების მოედანი 4, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“. საკონტაქტო ნომერი: 599 12 00 09
10:30
სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსი ლაშა ავალიანი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ბრუცელოზის გავრცელება საქართველოში და ბრუცელოზის სტრატეგია; სამომხმარებლო ბაზარზე ჯანსაღი ცხოველური წარმოშობის სურსათი; ცხოველთა ჯანდაცვა და გადამდები ინფექციები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:00
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდონარე ზაზა ხატიაშვილი და ადვოკატი ლავრენტი სუხიშვილი პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: პოლიციის თანამშრომლების მიერ, მოქალაქე ნოდარ ტატუნაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფატი. მის: ზუბალაშვილების 36
11:00
„საქართველოს განვითარების ფონდის“ წარმომადგენელი ხათუნა ლაგაზიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: ამერიკის პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით და იქნება თუ არა გადამწყვეტი საარჩევნო გარემო; საარჩევნო სისტემები; მოსამართლეთა დანიშვნის წესი; მოსალოდნელი ცვლილებები კოალიციაში. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
E1
11:30
“პირველ პრესკლუბში” “ახალგაზრდა მეცნიერთა და ანალიტიკოსთა დარბაზი – დოქტრინას“ ხელმძღვანელი, ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ზარქუა ბრიფინგს გამართავს. თემა: ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატის მოსმენა, ფინანსთა მინისტრის განცხადება ლარის გამყარებაზე. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი დავით ფერაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეგისტრაციისათვის დაწესებული საფასურის გადასახადის გაუქმების მოთხოვნა.
12:00
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2016 წლის 17 თებერვლიდან ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის ექსტერნის ფორმით დაძლევის მსურველთა რეგისტრაციას იწყებს. ამ თემასთან დაკავშირებით მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ბრიფინგს გამართავს. მისამართი: უზნაძის 52, განათლების სამინისტროს
12:00
“პირველ პრესკლუბში” „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას“ ანალიტიკოსი ზურა კუკულაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: “აფბა” ონლაინ კაზინოების რეგულირების კონკრეტულ კონცეფციას წარადგენს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ბრიფინგს გამართავს. თემა: საგანი „მე და საზოგადოება“; რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტი პარლამენტიდან უკან გაიწვიეს; საარჩევნო პროცესი; გახდება თუ არა საქართველო გაზის ექსპორტიორი ქვეყანა; რუსული პროპაგანდა.
12:00
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია, C ჰეპატიტის სამკურნალო, რევოლუციურ პრეპარატ “ჰარვონს“ კლინიკა “ნეოლაბის“ ექიმებს და პაციენტებს წარუდგენს. მის: ტაშკენტის ქუჩა N47
12:00
NEW
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართება.
12:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი გიორგი ახვლედიანი ბრიფინგს გამართავს. თემა: საგანი „მე და საზოგადოება“; რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტი პარლამენტიდან უკან გაიწვიეს; საარჩევნო პროცესი; გახდება თუ არა საქართველო გაზის ექსპორტიორი ქვეყანა; რუსული პროპაგანდა.