მამუკა ხაზარაძე: ბიზნესმენებისა და პრემიერ-მინისტრის ხედვები იდენტურია

“თიბისი” ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ბიზნესმენებისა და პრემიერ-მინისტრის ხედვები აბსოლუტურად იდენტურია.

როგორც მამუკა ხაზარაძემ ბიზნესასოციაციისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ბიზნესმენებისა და პრემიერ-მინისტრის ხედვები აბსოლუტურად იდენტურია.

მანვე აღნიშნა, რომ ბიზნესასოციაციის წარმომადგენლები გიორგი კვირიკაშვილის მიერ წარმოდგენილ რეფორმებს, ერთსულოვნად უჭერენ მხარს.

“ბიზნესმენებისა და პრემიერ-მინისტრის ხედვები აბსოლუტურად იდენტურია. პრემიერი საკითხების სწრაფად გადაწყვეტაზეა ორიენტირებული, მან რეფორმებთან მიმართებაში თავისი ხედვა გაგვაცნო, რომელსაც ბიზნესასოციაცია ერთსულოვნად უჭერს მხარს. მინდა განვაცხადო, რომ ამ რეფორმების განხორციელებაში მის გვერდში ვართ. მას შემდეგ რაც ბატონი გიორგი კაბინეტს სათავეში ჩაუდგა, ოპტიმისტურად ვართ განწყობილები”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ბიზნესმენმა კომენტარი ლარის კურსთან დაკავშირებითაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ის რეფორმები, რომლებიც გატარდება, ლარის კურსს და ზოგადად ეკონომიკას უკეთეს მდგომარეობაში ჩააყენებს.

“ლარის დევალვაცია ძირითად შემთხვევაში გამოწვეულია იმ ეკონომიკური პარამეტრების გამო, რაც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ხდება, მაგრამ ის ძირითადი რეფორმები, რომელიც გატარდება, უკეთეს მდგომარეობაში ჩააყენებს არამხოლოდ ლარს, არამედ ჩვენს ეკონომიკას”, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები