ნოდარ კერესელიძე ისრაელის ელჩს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ისრაელის ელჩს საქართველოში, იუვალ ფუქსს და ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრაზიის დეპარტამენტის დირექტორს, რაფაელ ჰარპაზს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ნოდარ კერესელიძემ ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის განვითარების სტარტეგიის ძირითად მიმართულებებზე და ვრცლად ისაუბრა სამოქმედო გეგმის ფარგლებში სამინისტროს მიერ განახორციელებული პროგრამების შესახებ. მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის მნიშვნელობა და ისრაელის ელჩს სტაბილური პარტნიორული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრებისა და ექსტენციის სამსახურების გააქტიურებაზე.
ისრაელის ელჩმა, იუვალ ფუქსმა ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში სოფლის მეურნოების დარგის განვითარების მიმართულებით სამინისტროს თანამიმდევრულ პოლიტიკას და ქვეყნებს შორის დარგის განვითარების კუთხით ურთიერთობების გაღრმავების სურვილი გამოთქვა.