პრემიერი: ლარის კურსთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის განცხადება რამდენიმე ფაქტორს ეყრდნობოდა

ლარის კურსთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის განცხადება რამდენიმე ფაქტორს ეყრდნობოდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
მისივე განცხადებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცა, რომელიც დაკავშირებულია იმ საგადასახადო რეფორმასთან, რაც პარლამენტშია შეტანილი.
“დაახლოებით 350-400 მილიონ ლარამდე მოხდება როგორც ადმინისტრაციული ხარჯების, ისე სხვა მუხლებში ხარჯების შეკვეცა და ლარზე ამ კუთხით ზეწოლა შემცირდება”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა ექნება იმ ნაბიჯებს, რომელსაც ხელისუფლება დგამს ვიზიტორების რაოდენობის გაზრდის მიმართულებით.
“ამ მიმართულებით არის კონკრეტული გეგმა გაწრილი და ნაბიჯები, თუ რა უნდა გაკეთდეს. ეს იქნება ირანთან სავიზო მიმოსვლის გაუქმება, დამატებითი რეისები და ასე შემდეგ“, -აღნიშნა პრემიერმა.
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მიიჩნევს, რომ ეროვნული ვალუტის კურსი დასტაბილურდება, საშუალოვადიან პერიოდში კი, მინისტრი საკმაოდ სერიოზულ გამყარებას ელის. გაზეთ “რეზონანსთან” საუბარში მინისტრი აცხადებს, რომ ლარი აუცილებლად გამყარდება და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები