გიორგი კვირიკაშვილი: არავის ჩამოერთმევა მიწა, რომელიც დაკანონებული ჰქონდა

არავითარ შემთხვევაში არ იქნება ის, რომ ვინმეს მიწა ჩამოერთვას, რომელიც მას კანონიერად ჰქონდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ აღნიშნული საკითხი დანიშნულების ადგილამდე არასწორად მიიტანეს.
„არავის უფლებებს არ დავარღვევთ. ვფიქრობ, ეს საკითხი არასწორად იყო მიტანილი დანიშნულების ადგილამდე. მეტი კომუნიკაცია გვექნება და, რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში არ იქნება ის, რომ ვინმეს მიწა ჩამოერთვას, რომელიც მას კანონიერად ჰქონდა. ან, თუ არსებობს იურიდიული საფუძველი, რომ ამა თუ იმ მფლობელს გაუფორმდეს საკუთრებაში, ყველა ასეთ შესაძლებლობას ყურადღებით მოვეკიდებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოში მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებით მსჯელობა მალე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები