გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ გავანაწილებთ სახელმწიფო რესურსს უმაღლეს განათლებაში

ჩვენ გავანაწილებთ სახელმწიფო რესურსს უმაღლეს განათლებაში, არა ახალგაზრდების მოთხოვნიდან გამომდინარე, არამედ ქვეყანაში არსებული კონკრეტული მოთხოვნებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ გამოთავისუფლებული რესურსი გადანაწილდება სახელმწიფო და კერძო საგანმანათლებლო ინსტიტუტებზე.
„ჩვენ გავანაწილებთ სახელმწიფო რესურსს უმაღლეს განათლებაში, არა ახალგაზრდების მოთხოვნიდან გამომდინარე, არამედ ქვეყანაში არსებული კონკრეტული მოთხოვნებიდან გამომდინარე იქნება სახელმწიფო რესურსი განაწილებული. ხოლო ის გამოთავისუფლებული რესურსი გადანაწილდება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო საგანმანათლებლო ინსტიტუტებზე“, – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დღეს სახელმწიფო რესურსი პოტენციურად დაუსაქმებელ ადამიანებზე ნაწილდება.
„აღარ იქნება ისე, რომ დღეს ჩვენ ფაქტობრივად ვანაწილებთ პოტენციურად დაუსაქმებელ ადამიანებზე რესურსს. ჩვენ ყოველწლიურად ვუშვებთ 5-ჯერ, 10-ჯერ უფრო მეტ ბანკირს. ჩვენ გვჭირდება საგარეო და იურიდიული მიმართულების ადამიანები, ასევე, ჩვენ დღეს არ გვყავს მეცხოველეობის ტექნოლოგები, არ გვყავს ვეტერინარები, კვების მრეწველობის ტექნოლოგები. ასეთ ადამიანებს ბიზნესი ევროპაში აგზავნის საკუთარი სახსრებით და შემდეგ ასაქმებენ თავიანთ კომპანიებში, როცა სახელმწიფო საბიუჯეტო რესურსს ყოველწლიურად ხარჯავს იმ ადამიანებზე, რომლებიც, ზუსტად ვიცით, დაუსაქმებელნი იქნებიან“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები