ზაზა ოქუაშვილი: მთავრობა თავის დანაპირებს ასრულებს

მთავრობა თავის დანაპირებს ასრულებს, როგორც სამართლის აღდგენაში, ასევე ყველა დანარჩენში, – ამის შესახებ “ომეგა ჯგუფის” და ტელეკომპანია “იბერიის” დამფუძნებლმა ზაზა ოქუაშვილმა პროკურატურის მიერ ტელეკომპანია “იბერიის” დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმის გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.
ოქუაშვილის შეფასებით, აღნიშნული საქმის გახსნა ყველასთვის დადებითი მოვლენაა.
“ყველასთვის ეს არის დადებითი მოვლენა, იმიტომ რომ ეს არის სამართლის აღდგენა და აგრეთვე, დადებითი მოვლენაა, რომ ეს არ არის პირველი საქმე, რაც მე გამიგია და ასე გაგრძელდება. რაც ყველაზე დადებითია, მთავრობა თავის დანაპირებს ასრულებს როგორც სამართლის აღდგენაში, ასევე დარწმუნებული ვარ, ყველა დანარჩენში, როგორც მე ვუყურებ და ყველა ხედავს.
მივესალმები ამ ფაქტს. იმედია, რომ ბევრ სხვა დაჩაგრულს და არასამართლიან მდგომარეობაში აღმოჩენილ ადამიანს მოუწევს ასეთი დღე და სამართლის აღდგენა”, – განაცხადა ოქუაშვილმა.
კითხვის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ყოფილ მთავარ პროკურორ ირაკლი ოქრუაშვილსაც, რომლის დროსაც მოხდა “იბერიაში” შესვლა, – საპასუხოდ ოქუაშვილმა განაცხადა, რომ “არ იცის”.
“ოქრუაშვილის დროს დაიწყო შემოსვლა, მაგრამ ჩვენ ერთი წელიწადი ვიყავით ამ პროცესში. ერთი წელიწადი იდგა ჯარი “იბერიაში”. ოქრუაშვილი მხოლოდ ამ პროცესის დასაწყისში იყო და შემდეგ ადეიშვილი მოვიდა”, – განაცხადა ოქუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ტელეკომპანია “იბერიის” დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმე გახსნილად გამოაცხადა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და მისი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები