ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილ პირს საოპერაციოდ ამზადებენ
აღმაშენებლის ხეივანში მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე სისხლიანი გარჩევის შედეგად დაჭრილ პირს საოპერაციოდ ამზადებენ, – ამის შესახებ “კვირას” ქირურგიის ინსტიტუტის პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, დაჭრილს დაზიანება თავისა და ფეხის არეში აქვს მიღებული.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. სროლის შედეგად გარდაცვლილია ერთი პირი, არიან დაჭრილებიც.
წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილი და გარდაცვლილი პირები ძმები არიან. შემთხვევის ადგილზე მისულმა სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი მამაკაცი ქირურგიის ინსტიტუტში გადაიყვანა.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, საქმე აღძრულია სსკ 108-ე მუხლით, მიმდინარეობს გამოძიება.