“კამათი არ ყოფილა, პირდაპირ სროლა ატყდა” – რა მოხდა თბილისის ბენზინგასამართ სადგურზე

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, ერთ – ერთ ბენზინგასამართ სადგურზე, სროლისას ერთი პირი გარდაიცვალა, ერთი კი დაიჭრა.

როგორც თვითმხილველი აცხადებს, შელაპარაკება ბენზინგასამართი სადგურის უფროსთან მოხდა. მისივე ინფორმაციით, ექვსი გასროლის ხმა გაისმა.

“ხუთი, ექვსი გასროლის ხმა იყო. დაშავებულია ორი ძმა. ერთი „კალონკის“ მეპატრონეა. შელაპარაკება მოხდა და სროლაც გაისმა. შელაპარაკება „კალონკის“ უფროსთან მოხდა, კამათი არ ყოფილა, პირდაპირ სროლა ატყდა”, – განაცხადა თვითმხილველმა.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. სროლის შედეგად გარდაცვლილია ერთი პირი, არიან დაჭრილებიც.

წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილი და გარდაცვლილი პირები ძმები არიან. სამართალდამცავებმა ინციდენტის მონაწილე ერთი პირი უკვე დააკავეს. შემთხვევის ადგილზე მისულმა სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი მამაკაცი ქირურგიის ინსტიტუტში გადაიყვანა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, საქმე აღძრულია სსკ-ის 108-ე მუხლით, მიმდინარეობს გამოძიება. რაც შეეხება დაკავებულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, აღნიშნულს უწყებაში არ ადასტურებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები