თბილისის მერია 18 წელზე მეტი ასაკის მქონე ბენეფიციარებს დააფინანსებს

თბილისის მერია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრების 18 წელზე მეტი ასაკის მქონე ბენეფიციარებს დააფინანსებს.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი რატი იონათამიშვილი, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის გელა ჩივიაშვილსა და თბილისის შშმ პირთა 10 ,,დღის ცენტრის’’ ხელმძღვანელებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ცერემონიალს დაესწრო.
მემორანდუმის თანახმად, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციისა და მათი მხარდაჭერის მიზნით, 120 ბენეფიციარს ვაუჩერებს გადასცემს, რაც მათ „დღის ცენტრებით“ უფასოდ სარგებლობის საშუალებას მისცემს.
თბილისის სკრებულოს ინფორმაციით, შშმ პირთა დღის ცენტრებს სახელმწიფო ქვეპროგრამის ფარგლებში, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 18 წლამდე ბენეფიციარებს 100% -ით, ხოლო 18 წლის ზევით დიფერენცირებულად აფინანსებს. მემორანდუმის თანახმად, ბენეფიციარებს, რომლებსაც სამინისტრო სრულად ვერ აფინანსებს, თანხის სხვაობას დედაქალაქის მერია დაუფარავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები