საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრს ხვდებიან

საქართველოს ბიზნესასოციაცია სასტუმრო “რედისონში” პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ხვდება.
ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ ბიზნესასოციაციას პრემიერისთვის მომზადებული აქვს მნიშვნელოვანი თემები და საკითხები, რომელიც ბიზნესს აწუხებს და დღევანდელ შეხვედრაზე ბიზნესმენები გეგმავენ, რომ ეს საკითხები დააყენონ და პრემიერ-მინისტრის მოსაზრება გაიგონ.
“გვინდა გავიგოთ მისი მოსაზრება ძალიან ბევრ თემასა და საკითხზე, რომელზეც ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვმუშაობდით. პრემიერ-მინისტრმა საკმაოდ მნიშვნელოვანი და რევოლუციური ინიციატივები წარმოადგინა ბოლო პერიოდის განმავლობაში. ერთ-ერთი თემა ეს არის მოგების გადასახადის გაუქმების საკითხი, რომელსაც ჩვენ აბსოლუტურად ვუჭერთ მხარს. ჩვენ ვაპირებთ ამ საკითხებზე, რისკებზე, გამოწვევებზე ვისაუბროთ პრემიერთან, რაც მნიშვნელოვანი თემების იმპლემენტაციას უკავშირდება”, – განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პრემიერმა დაარწმუნოს ბიზნესმენები, მიუხედავად საარჩევნო პერიოდისა, ეკონომიკა და ბიზნესი, დასაქმება იქნება პრიორიტეტი.
“ჩვენ ვიცით, წლევანდელი წელი საარჩევნოა, რთულია. მნიშვნელოვანია, პრემიერმა დაარწმუნოს ბიზნესმენები, რომ მიუხედავად საარჩევნო პერიოდისა, ეკონომიკა და ბიზნესი, დასაქმება იქნება პრიორიტეტი”, – განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.
ცნობისთვის, შეხვედრა სასტუმრო “რედისონში” ამ წუთებში იწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები