„რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებული კანონპროექტის შემოტანის აუცილებლობას გუნდი ვერ ხედავს”

სოსო ჯაჭვლიანის მიერ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებული კანონპროექტის შემოტანის აუცილებლობას გუნდი ვერ ხედავს, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, თავდაპირველად ისიც მხარს უჭერდა კანონპროექტს “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შესახებ”.
“თავიდან მე თვითონაც ვფიქრობდი, ეროვნული უსაფრთხოებისთვის არ იქნება ურიგო, რომ ასეთი რეგულაციები შემოვიღოთ იმ მაგალითების ფონზე, რომელიც არაერთხელ გვქონდა. მაგრამ, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში საქართველო თავის ტრადიციას, ტოლერანტობას, თემებსა და რელიგიურ ჯგუფებს შორის დამკვიდრებულ ურთიერთობებს უფრო უნდა დაეყრდნოს, ვიდრე კანონს. ეს არ იყო ერთ წუთში მიღებული გადაწყვეტილება. ასე რომ, ამ კანონის შემოტანის აუცილებლობას გუნდი ვერ ხედავს და არა პირადად ვთქვათ, სოსო ჯაჭვლიანი ან სხვა ვინმე ჩვენგანი”, – განმარტა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით მის მიერ ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტიდან გაითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები