,,მყარი მუნიციპალური ნარჩენების რეციკლირებასა და დამუშავებასთან“ დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სასტუმრო ,,თბილისი რუმსში“ ,,მყარი მუნიციპალური ნარჩენების რეციკლირებისა და დამუშავების“ საკითხებთან დაკავშირებით, ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ, შეხვედრის მონაწილეებს მყარი ნარჩენების სეპარირება – გადამუშავებასთან დაკავშირებით, ახალი საკანონმდებლო ცვლილებები გააცნო. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორთან, გიორგი შუხოშვილთან და გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) წარმომადგენლებთან ერთად, ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის მაგალითზე, ახალი რეგიონული ნაგავსაყრელების მოწყობისა და სეპარირება-გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის საკითხზე იმსჯელეს. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა EBRD-ის, SIDA-ს, USAID -ის წარმომადგენლებმაც მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები