სურს თუ არა უკრაინის პრემიერობა – მიხეილ სააკაშვილის კომენტარი

ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის მთავრობაში ნებისმიერი თანამდებობა, მათ შორის პრემიერ-მინისტრის სავარძელი მის ამბიციებს არ შეესაბამება. სააკაშვილი ამბობს, რომ „პრემიერი ბევრია, ხოლო ადამიანები, რომლებიც სისტემას ცვლიან – ძალზე ცოტაა“. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ იუწყება.
„ჩემი ამბიციები ბევრად მაღალია, ვიდრე თანამდებობა უკრაინის მთავრობაში. ჩემი მიზანია პოლიტიკური კლასის და თამაშის წესების შეცვლა“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ოდესის გუბერნატორმა ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, დათანხმდება თუ არა ის უკრაინის პრემიერობის თანამდებობის დაკავებას გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში. გუბერნატორმა ასევე განაცხადა, რომ ის შეეცდება, უკრაინის მთავრობაში ახალი ხალხი დაინიშნოს და პოლიტიკაში ახალგაზრდებს გაუხსნას გზა. „ჩემი მიზანია არსებული პოლიტიკური ელიტის ახლით შეცვლა“, – განაცხადა მან. სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ის უკრაინის ხელისუფლებაში იმ შემთხვევაში დარჩება, თუ ქვეყანაში პოლიტიკური სისტემა შეიცვლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები