მამუკა კაციტაძე: გვინდა მოვემზადოთ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან შესახვედრად

დღეს ჩვენ გვინდა ვისაუბროთ და მოვემზადოთ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან შესახვედრად, – ამის შესახებ “ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა მამუკა კაციტაძემ სასტუმრო “თბილისი მარიოტში” ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
როგორც კაციტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრის შემდეგ დაიწყება შეფასებითი დოკუმენტის შექმნა საქართველოში არსებულ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით.
“ალბათ ამ შეხვედრის შემდეგ უკვე დაიწყება იმ დოკუმენტის შექმნა, რასაც ჰქვია შეფასებითი დოკუმენტი საქართველოში არსებულ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. ბუნებრივია, თუ ხელისუფლების მხრიდან არ გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად, დასკვნა უარყოფითი იქნება. ყოველ შემთხვევაში, გაჯერებული იქნება სერიოზული ნაკლოვანებებით, რაც სერიოზულ გავლენას მოახდენს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ გვინდა ვისაუბროთ და მოვემზადოთ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან შესახვედრად”, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
ცნობისთვის, სასტუმრო “თბილისი მარიოტში” ინტეპარტიული ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც ორ საკითხს განიხილავენ, კერძოდ, პრემიერ-მინისტრთან და ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები