C ჰეპატიტის სამკურნალო რევოლუციური მედიკამენტი „ჰარვონი“ უკვე საქართველოშია (ვიდეო)

C ჰეპატიტის სამკურნალო ახალი თაობის, რევოლუციური მედიკამენტი „ჰარვონი“ უკვე საქართველოშია. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ძვირად ღირებული მედიკამენტი, „სოფოსბუვირის“ მსგავსად, კომპანია „გილეადმა“ საქართველოს მოსახლეობას უფასოდ გადმოსცა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია პირადად დაესწრო მედიკამენტის ჩამოსვლის პროცესს. „ჰარვონი“ არის ორი პრეპარატის – „სოფოსბუვირისა“ და „ლედიპასვირის“ კომბინაცია, რომელიც კიდევ უფრო მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა. განსხვავებით „სოფოსბუვირისგან“, მას, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, კომბინირებული მკურნალობა სხვა მედიკამენტებთან ერთად ნაკლებად ესაჭიროება. შემცირებულია იმ მედიკამენტების რაოდენობაც, რომელიც კომბინირებული მკურნალობის დროს გამოიყენება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები