ტურისტებს აბანოთუბანი აბანოების გარეშე დახვდებათ

გაძვირებული ტარიფების გამო, აბანოთუბანი შესაძლოა, აბანოების გარეშე დარჩეს.
აბანოების ხელმძღვანელებმა „პირველ პრესკლუბში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ტარიფი მას შემდეგ გაეზარდათ, რაც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ ახალი ხელმძღვანელობა მივიდა.
„ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ტარიფს არ გვიწესებდა და სიტყვიერი შეთანხმების შედეგად ფიქსირებულ გონივრულ გადასახადს ვიხდიდით. მას შემდეგ, რაც ამ კომპანიაში ხელმძღვანელობა შეიცვალა, 2015 წლის თებერვლიდან, აბანოებს გადასახადი არაგონივრულად გაგვეზარდა“, -განაცხადეს აბანოების წარმომადგენლებმა.
მათ ისაუბრეს იმ გადასახადზე, რომლის გადახდაც ტარიფის გაძვირების შემდეგ მოუწევთ.
„თვეში 9600 ლარის გადახდა გვიწევს. ეს არის მარტო საკანალიზაციო მომსახურება. ამას ემატება კიდევ ცივი წყლის ტარიფი და დაახლოებით, 11 ათასი ლარი გამოგვდის გადასახადი ერთ აბანოს. ჭრელ აბანოს, რომელიც დაკეტილია, დაახლოებით, 13 ათას 500 ლარის გადახდა მოუწევს“, – განაცხადა ნოდარ ტოტოღაშვილმა.
აბანოების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ ისინი იძულებულები გახდებიან, დაწესებულებას პროფილი შევუცვალონ, რაც, თავის მხრივ, დასაქმებული ადამიანების უმუშევრად დატოვებას გამოიწვევს და ქალაქი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტურისტულ ობიექტს დაკარგავს.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები