გიგლა აგულაშვილმა გარეულ ცხოველთა თავდასხმისას მათი რაოდენობის რეგულირების საკითხები განიხილა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა გარეულ ცხოველთა თავდასხმისას მათი რაოდენობის რეგულირების საკითხები სამონადირეო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან განიხილა.
გარეული ცხოველების, განსაკუთრებით ტურისა და მგლის მომრავლების შედეგად, მოსახლეობისათვის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ კონფლიქტის ეფექტურად რეგულირების წინადადებებს გაეცნო და სამომავლოდ ქმედითი ღონისძიებების გატარებაზე იმსჯელეს.
მოქმედი კანონმდებლობით თუ გარეული ცხოველი საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ზიანს აყენებს მათ ქონებას, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, დაშვებულია გარეული ცხოველის ლიკვიდაცია, რაც არ საჭიროებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წინასწარ თანხმობას. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება ვერ განხორციელდა თავდასხმის მომენტში, გადაწყვეტილება რეგულირების განხორციელების შესახებ მიიღება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ, კერძოდ კი, მოსახლეობის მოთხოვნის შედეგად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ხელშეკრულებას აფორმებენ სამინისტროსთან, ხელშეკრულებით უფლებამოსილების დელეგირების შესახებ გადაწყვეტილებას კი იღებს საქართველოს მთავრობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები