ლევილის შატოს მამული საქართველოს აპრილისთვის გადმოეცემა

საფრანგეთში ,,ლევილის შატოს” მამულისა და ქონების საქართველოსთვის გადმოცემისა და მისი შემდგომი ფუნქციის განსაზღვრის მიზნით შექმნილი პარიტეტული კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
შეხვედრა საქართველოს საელჩოში შედგა, რომელსაც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე უძღვებოდა. სხდომას, ასევე, ესწრებოდნენ პარიტეტული კომისიის წევრები, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, გოჩა ჯავახიშვილი, ირენ ციციშვილი, ეთერ ფაღავა, ტიერი ბერიშვილი. სხდომაში, აგრეთვე, მონაწილეობას იღებდა საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ეკატერინე სირაძე–დელონე.
მიმდინარე საკითხებთან ერთად, პარიტეტული კომისიის სხდომაზე საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელმძღვანელთა შთამომავლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საკუთარი ხედვა არქიტექტორ რიშარ საბატიეს პროექტთან და მამულის შემდგომი ფუნქციის განსაზღვრასთან დაკავშირებით.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ აპრილის თვეში გაიმართება კომისიის შემაჯამებელი სხდომა, რის შემდეგაც ხელი მოეწერება დოკუმენტს, ლევილის შატოს მამულის საქართველოსთვის გადმოცემის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები