16 თებერვალი

0:00
NEW
დუშეთის კულტურის სახლში კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის მორიგი საჯარო პრეზენტაცია მოეწყობა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ნიგზარ ყიფიანი და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი გაუძღვებიან.
11:00
“პირველ პრესკლუბში” აბანოთუბნის ექვსივე აბანოს ხელმძღვანელი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: აბანოთუბანი შესაძლოა აბანოების გარეშე დარჩეს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პრესკონფერენციას გამართავს. თემა: C ჰეპატიტის სამკურნალო ახალი მედიკამენტი “ჰარვონი” უკვე საქართველოშია. მის: წერეთლის 144, ჯანდაცვის სამინისტრო
11:00
NEW
სასტუმრო „რუმსი თბილისში“ , „მუნიციპალური მყარი ნარჩენების რეციკლირებისა და დამუშავების“ საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას დაესწრებიან: საქართველოს რეგიონული განვითარების, ინფრასტრუქტურის და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ევროკავშირის, გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) , EBRD-ის , SIDA-ს , USAID-ის წარმომადგენლები.
11:00
NEW
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლია ჯახველაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: დედაქალაქის მასშტაბით გეოგრაფიული ობიექტების აღმნიშვნელი აბრების დიზაინის შესარჩევი კონკურსი. მის: თავისუფლების #2
E1
11:30
“პირველ პრესკლუბში” “თავისუფალი დემოკრატების” წევრი ვიქტორ დოლიძე ბრიფინგს გამართავს. თემები: საარჩევნო კოდექსი, ვენეციის კომისიის წარმომადგენლის განცხადება, საქართველოსა და ირანს შორის უვიზო მიმოსვლა, ჯაჭვლიანის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებული კანონპროექტის უკან გამოთხოვნა, სხვა მიმდიანრე საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:30
NEW
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს და ე.წ. ღორის გრიპთან და სეზონურ ინფექციებთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას შეაჯამებს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა599726565
12:00
NEW
სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ საკონსტიტუციო შესწორება და მიმართვა საქართველოს პარლამენტს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
13:00
საგამოფენო ცენტრ “ექსპო-ჯორჯიაში”, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტი “მოსწვალე-ახალგაზრდების პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში შექმნილი კარიერული კოსულტაციისთვის განკუთვნილი პიროვნების საკვლევი კითხვარისა და პროფესიების შესახებ ვიდეორგოლების პრეზენტაციას გამართავს.
15:00
ილიაუნის თეატრში თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მიერ განხორციელებული კვლევის „ქართული თეატრი 2015 წელს“ პრეზენტაცია გაიმართება და 9 ნომინაციაში საუკეთესო ხუთეულები გამოვლინდება.

16:00
NEW
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში რიგით ოცდამეათე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნება. ახლად აშენებულ საზოგადოებრივ ცენტრს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გახსნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები