დაღესტანში აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
დაღესტანში ავტომობილის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
შეგახსენებთ, რომ საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი, მათ შორის პოლიციის თანამშრომლები დაიღუპნენ. სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, დაიღუპა ორი და დაშავდა სამი ადამიანი. დაღესტნის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ტერაქტი თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო.