კახა კოჟორიძე: უნდა შეიქმნას მექანიზმი, რომელიც პოლიტპატიმარს მისცემს საშუალებას, ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით

„აუცილებელია შეიქმნას ერთგვარი მექანიზმი, რათა პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირებისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლება გარანტირებული იყოს“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
კომიტეტის თავმჯდომარე და კომიტეტის წევრები 2012 წლის 28 დეკემბერს “ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე “პოლიტიკური პატიმრის” სტატუსით გათავისუფლებულ პირებს ხვდებიან.
“საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია, რომელიც მან გააჟღერა საპარლამენტო გამოსვლის დროს, არის ის, რომ აუცილებლად უნდა შეიქმნას მექანიზმი, რომელიც პოლიტპატიმარს მისცემს საშუალებას, ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით. რამდენიმე წლის წინ პარლამენტმა განაცხადა, რომ ქვეყანას, სახელმწიფოს ჰყავდა პოლიტპატიმრები, ასევე ითქვა, რომ ამ ადამიანებმა ვერ ისარგებლეს სამართლიანი სასამართლოს უფლებით. შესაბამისად, ასეთი მექანიზმის შექმნა არის სახელმწიფოს ვალდებულება, რომელიც იმედია დაგვიანებით, მაგრამ მაინც შესრულდება”, – აღნიშნა კახა კოჟორიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები