კიბერუსაფრთხოების ბიუროს ესტონეთის დელეგაცია ეწვია

კიბერუსაფრთხოების ბიურომ ესტონურ დელეგაციას უმასპინძლა. ბიუროს ინფორმაციით, ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს კიბერპოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორი მიხაილ ტიკი, კიბერპოლიტიკის დეპარტამენტის მრჩეველი ანგელიკა უსი და ესტონეთის სამხედრო ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი კულდარ კესკულა ბიუროს საქმიანობასა და სამომავლო გეგმებს გაეცნენ და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
ესტონეთის კიბერპოლიტიკის დეპარტამენტის მრჩეველი ანგელიკა უსი ნატოს მხრიდან სპეციალურად საქართველოსთვის SNGP პროექტის ექსპერტად დაინიშნა. იგი კოორდინაციას გაუწევს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას საქართველოში.
ვიზიტის ფარგლებში, ესტონური მხარის წარმომადგენლები სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღების სავარჯიშოს დაესწრებიან, რომელიც 18-19 თებერვალს, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ჩატარდება. ეს სავარჯიშო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და ესტონური მხარის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარებული ტრენინგების ციკლის მეორე ნაწილია. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან, ნატოს სამეკავშირეო ოფისთან და საქართველოში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო ატაშეებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები