აზერბაიჯანში რვა „ბოევიკი“ დააკავეს

აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა რვა პირი დააკავეს, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში სირიისა და ერაყის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ. ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იუწყება.
„2012 – 2015 წლებში ეს პირები სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე რადიკალური დაჯფუფებების და უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შემადგენლობაში იყვნენ და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ“, – ნათქვამია უშიშროების სამსახურის ინფორმაციაში.
დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 20 წელი ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები