ნინო გვენეტაძემ პარლამენტს ლევან მურუსიძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მიმართა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ პარლამენტს ლევან მურუსიძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მიმართა.
როგორც გვენეტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, როდესაც ხდება მოსამართლის სხვა სასამართლოში დანიშვნა, ძველ სასამართლოში იმავე წესით უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება, რა წესითაც დაინიშნა.
“ეს არის წმინდა პროცედურული საკითხი, როდესაც მოსამართლე ერთი სასამართლოდან მისი უფლებამოსილების ვადის დამთავრებამდე ინიშნება მეორე სასამართლოში კონკურსის წესით, მას იმ წესით უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება ძველ სასამართლოში, რა წესითაც ის იყო განწესებული. ბატონი მურუსიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ განამწესა პარლამენტმა, ამიტომ პროცედურების აბსოლუტური დაცვით საბჭომ და მისმა თავმჯდომარემ მიმართა პარლამენტს მურუსიძის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე უზენაეს სასამართლოში, რადგან ის დაინიშნა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ”, – განაცხადა გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები