რუსეთში „ზიკას“ ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

„როსპოტრებნადზორმა“ რუსეთში „ზიკას“ ვირუსის პირველი შემთხვევა დააფიქსირა. ამ უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ვირუსი ქალს აღმოაჩნდა, რომელიც მოსკოვში დომინიკელთა რესპუბლიკიდან დაბრუნდა.
ამჟამად ქალი ინფექციურ სტაციონარშია მოთავსებული. მისი ოჯახის წევრებზე დაკვირვება მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპზე ავადმყოფობის ნიშნები მათ არ აღმოაჩნდათ. ასევე სპეციალისტებმა თვითმფრინავის მგზავრები შეამოწმეს, რომლითაც დაავადებული ქალი მოსკოვში ჩაფრინდა.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე გაავრცელა გაფრთხილება, რომ გაზაფხულის დადგომასთან ერთად ევროპაში „ზიკას“ ვირუსის გავრცელების საფრთხე იზრდება. ამჟამად ვირუსის წინააღმდეგ რამდენიმე ვაქცინა იქმნება, მაგრამ მათი გამოცდა მხოლოდ წელიწად-ნახევრის შემდეგ გახდება შესაძლებელი. „ზიკას“ ციებ-ცხელება განსაკუთრებით საშიშია ორსული ქალებისთვის. ის მიკროცეფალიით ახალშობილის დაავადებას იწვევს, რის გამოც გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვი იბადება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები