მოჭიდავეების მიერ დოპინგის სავარაუდო მიღების ფაქტს ჭიდაობის ფედერაციაში ეხმაურებიან

თუ მოჭიდავეების მიერ აკრძალული პრეპარატის მიღება დადასტურდა, სადისციპლინო კომისია გადაწყვეტს, მათთვის რა სახის სანქცია განახორციელოს, – ამის შესახებ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველმა, მალხაზ ჯორბენაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დადასტურებამდე კიდევ ერთი სინჯის აღება უნდა მოხდეს.
“ეს არ არის დადასტურებული, გვაქვს კიდევ მეორე სინჯი. ადასტურებენ, რომ აღნიშნული პრეპარატი მათ არ მიუღიათ, კერძოდ, ლაპარაკია პრეპარატ “მილდრონატზე”, რომელიც არ არის ისეთი ძლიერმოქმედი.
დადასტურების შემთხვევაში, ვინაიდან ჩვენი ინიციატივით მოხდა ამ სინჯების აღება, ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია თავისი სადისციპლინო კომისია გადაწყვეტს, მათთვის რა სახის სანქცია განახორციელოს”,- განაცხადა მალხაზ ჯორბენაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები