ირანის ელჩი საქართველოში: უვიზო რეჟიმის ამოქმედება ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს
ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას საქართველოში ირანის ელჩი, აბა თალები გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედება ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. ელჩის შეფასებით, სავიზო რეჟიმის გაუქმება სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა. “ბუნებრივია, საქართველო-ირანს შორის უვიზო რეჟიმის სრულფასოვანი ამოქმედება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის უფრო მეტ ურთიერთობას ეკონომიკის და ტურიზმის განვითარებისთვის”, – განუცხადა ირანის ელჩმა ჟურნალისტებს. საქართველოს მიერ ირანისთვის დაწესებული სავიზო რეჟიმი დღეიდან გაუქმდა.