იან კელი: მნიშვნელოვანია, ირანელებმა თავად იხილონ, თუ რა პროგრესს მიაღწია საქართველომ

მნიშვნელოვანია, ირანელებმა თავად იხილონ, თუ რა პროგრესს მიაღწია საქართველომ, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ ირანთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან და მის დადებით მხარეებთან დაკავშირებით განაცხადა.
იან კელი თვლის, რომ ირანთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება საქართველოს სუვერენული გადაწყვეტილებაა.

“ჩვენი პოზიცია ნათელია, ეს გახლავთ საქართველოს სუვერენული გადაწყვეტილება. როგორც თქვენთვის ცნობილია, მეორე ტალღის სანქციები ირანთან მიმართებაში მოიხსნა. საქართველოს მთავრობა ხედავს საჭიროებას, რომ იყოს დაბალანსებული უსაფრთხოების საკითხები და ზუსტად ის თემა, რომ ქვეყანაში შემოვიდეს მეტი თანხა ტურიზმის შედეგად. ამავე დროს. მნიშვნელოვანია, ირანელებმა თავად იხილონ, თუ რა პროგრესს მიაღწია საქართველომ, რომელიც წინ დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს”, – განაცხადა იან კელიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები